---
title: "მუხლი 15. დავების გადაწყვეტის წესი — თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21994-tavisupali-industriuli-zonebis-shesakheb/15"
law: "თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ"
article: "15"
identifier: "5175"
adopted: "2007-07-03"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. დავების გადაწყვეტის წესი — თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21994-tavisupali-industriuli-zonebis-shesakheb/15

1. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის წესებით (წესდებით) შეიძლება განისაზღვროს, რომ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დავებს, რომლებშიც სახელმწიფო არ გამოდის ერთ-ერთ მოდავე მხარედ, განიხილავს და გადაწყვეტს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მოქმედი საერთაშორისო არბიტრაჟი.

2. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრაციით საწარმო აღიარებს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის წესებით (წესდებით) დადგენილ მოთხოვნებსა და პირობებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21994-tavisupali-industriuli-zonebis-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21994-tavisupali-industriuli-zonebis-shesakheb/16.md
