---
title: "მუხლი 16. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ლიკვიდაცია — თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21994-tavisupali-industriuli-zonebis-shesakheb/16"
law: "თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ"
article: "16"
identifier: "5175"
adopted: "2007-07-03"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ლიკვიდაცია — თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21994-tavisupali-industriuli-zonebis-shesakheb/16

1. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ლიკვიდაციის საფუძვლებია:
ა) ვადის ამოწურვა;
ბ) ორგანიზატორის განცხადება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ლიკვიდაციის თაობაზე;
გ) საქართველოს მთავრობის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილება.

2. ორგანიზატორსა და საქართველოს მთავრობას შორის შეთანხმებით იქმნება სალიკვიდაციო კომისია.

3. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული დავები განიხილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21994-tavisupali-industriuli-zonebis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21994-tavisupali-industriuli-zonebis-shesakheb/17.md
