---
title: "მუხლი 17. გარდამავალი დებულებანი — თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21994-tavisupali-industriuli-zonebis-shesakheb/17"
law: "თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ"
article: "17"
identifier: "5175"
adopted: "2007-07-03"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. გარდამავალი დებულებანი — თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21994-tavisupali-industriuli-zonebis-shesakheb/17

საქართველოს მთავრობას დაევალოს:
ა) ამ კანონის გამოქვეყნებიდან ორი თვის ვადაში მოამზადოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების შესახებ დადგენილება;
ბ) ამ კანონის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში ამ კანონთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის მიზნით მოამზადოს საქართველოს საბაჟო კოდექსში, საქართველოს საგადასახადო კოდექსში, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონსა და სხვა კანონებში შესატანი ცვლილებები;
გ) ამ კანონის გამოქვეყნებიდან ორი თვის ვადაში მოამზადოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონისთვის მშენებლობის გამარტივებული წესები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21994-tavisupali-industriuli-zonebis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21994-tavisupali-industriuli-zonebis-shesakheb/18.md
