---
title: "მუხლი 4. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა — თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21994-tavisupali-industriuli-zonebis-shesakheb/4"
law: "თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ"
article: "4"
identifier: "5175"
adopted: "2007-07-03"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა — თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21994-tavisupali-industriuli-zonebis-shesakheb/4

1. თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შეიძლება შეიქმნას:
ა) საქართველოს მთავრობის ინიციტივით;
ბ) ფიზიკური ან იურიდიული პირის – ორგანიზატორის (შემდგომში – ორგანიზატორი) მოთხოვნით.

2. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნისათვის ორგანიზატორმა უნდა წარადგინოს გარანტია, რომლის ოდენობა და პირობები განისაზღვრება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.

3. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21994-tavisupali-industriuli-zonebis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21994-tavisupali-industriuli-zonebis-shesakheb/5.md
