---
title: "მუხლი 6. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა საქართველოს მთავრობის ინიციატივით — თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21994-tavisupali-industriuli-zonebis-shesakheb/6"
law: "თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ"
article: "6"
identifier: "5175"
adopted: "2007-07-03"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა საქართველოს მთავრობის ინიციატივით — თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21994-tavisupali-industriuli-zonebis-shesakheb/6

1. ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა ან მის მიერ უფლებამოსილი სხვა სახელმწიფო ორგანო ატარებს ტენდერს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორის შესარჩევად.

2. საქართველოს მთავრობა ან მის მიერ უფლებამოსილი სხვა სახელმწიფო ორგანო განსაზღვრავს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ტენდერის პირობებსა და სატენდერო კომისიის შემადგენლობას.

3. საქართველოს მთავრობის ინიციატივის შემთხვევაში თავისუფალი ინდუსტრიული ზონა იქმნება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწაზე ან/და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოსთან შეთანხმებით – მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მიწის ნაკვეთი გაიცემა იჯარით ვადით არა უმეტეს 59 წლისა ან გადაეცემა პირს საკუთრების ან აღნაგობის უფლებით.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის
კანონი №6891
–
ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21994-tavisupali-industriuli-zonebis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21994-tavisupali-industriuli-zonebis-shesakheb/7.md
