---
title: "მუხლი 2. ტერმინთა განმარტება — ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/22132-narkotikuli-danashaulis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/2"
law: "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 22132"
adopted: "2007-07-03"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. ტერმინთა განმარტება — ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/22132-narkotikuli-danashaulis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/2

ამ კანონის მიზნებისათვის, გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ნარკოტიკული დანაშაული – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაული; ბ) ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი − პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით, 273 1 მუხლის პირველი ნაწილით ან/და 275-ე მუხლით/276-ე მუხლით (თუ დადასტურებულია დანაშაულის ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ჩადენა) გათვალისწინებული დანაშაული; გ) ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობი − პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე−260 2 და 261-ე−268-ე მუხლებით ან 271-ე, 272-ე ან 273 ​ 1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული; დ) ნარკომოვაჭრე − პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 3 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული; ე) ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობი – ფიზიკური ან იურიდიული პირი ანდა პირთა ჯგუფი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაული, რამაც გამოიწვია ნარკოტიკული საშუალების ან ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო ბრუნვაში მოქცევა. საქართველოს 2014 წლის 5 მარტის კანონი №2044 - ვებგვერდი, 12.03.2014წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1220 - ვებგვერდი, 28.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3776 – ვებგვერდი, 20.12.2018წ. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №504 – ვებგვერდი, 17.04.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/22132-narkotikuli-danashaulis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/22132-narkotikuli-danashaulis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/3.md
