---
title: "მუხლი 12 — ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/22420-erovnuli-saarkivo-pondisa-da-erovnuli-arkivis-shesakheb/12"
law: "ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 22420"
adopted: "2006-12-29"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12 — ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/22420-erovnuli-saarkivo-pondisa-da-erovnuli-arkivis-shesakheb/12

1. ერო ვნული საარქივო ფონდი შეივსება იმ დოკუმენტებით, რომლებიც:
ა) შეიქმნა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალიტეტის) ორგანოებისა და დაწესებულებების, თვითმმართველი ერთეულის (მუნიციპალიტეტის) იურიდიული პირებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის პროცესში;
ბ) გადაეცა სახელმწიფოს ან თვითმმართველ ერთეულს (მუნიციპალიტეტს) სამართალმემკვიდრეობის საფუძველზე;
გ) გადასულია სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ჩუქების, ანდერძით გადაცემის, ნასყიდობის ან სხვა კანონიერ საფუძველზე;
დ) შეიქმნა პოლიტიკური ორგანიზაციების საქმიანობის პროცესში;
ე) შეიქმნა კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის პროცესში, განურჩევლად მათი საკუთრების ფორმისა;
ვ) ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაა.

2. ამ კანონის მე-12 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული დოკუმენტები ეროვნული საარქივო ფონდისათვის მიკუთვნების მიზნით სავალდებულოა წარდგენილ იქნეს შემფასებელ ექსპერტიზაზე.

3. ეროვნული საარქივო ფონდისათვის დოკუმენტის მიკუთვნება არ ნიშნავს მისი მესაკუთრის შეცვლას.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6882 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/22420-erovnuli-saarkivo-pondisa-da-erovnuli-arkivis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/22420-erovnuli-saarkivo-pondisa-da-erovnuli-arkivis-shesakheb/13.md
