---
title: "მუხლი 18 — ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/22420-erovnuli-saarkivo-pondisa-da-erovnuli-arkivis-shesakheb/18"
law: "ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ"
article: "18"
identifier: "matsne 22420"
adopted: "2006-12-29"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18 — ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/22420-erovnuli-saarkivo-pondisa-da-erovnuli-arkivis-shesakheb/18

1. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის მფლობელი ფიზიკური პირის გარდაცვალების ან ორგანიზაციის/დაწესებულების რეორგანიზაციის შემთხვევაში მისი მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე ვალდებულია, ეროვნულ არქივს ან/და მის ტერიტორიულ ორგანოს აცნობოს თავისი ვინაობა და დოკუმენტის შენახვის ადგილი. მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე ვალდებულია უზრუნველყოს დოკუმენტის შენახვა და დაცვა ეროვნული არქივის მიერ შემუშავებული და მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესების შესაბამისად.

2. იმ იურიდიული პირის ლიკვიდაციისას, სადაც ინახება ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტი, ლიკვიდატორებმა უნდა უზრუნველყონ ამ დოკუმენტთან ეროვნული არქივის წარმომადგენლის თავისუფალი დაშვება. აღნიშნული დოკუმენტის დამუშავებისა და ეროვნული არქივისათვის გადაცემის ხარჯებს გაიღებენ ლიკვიდატორები.
საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1458 - სსმ I, №20, 28.07.2008 წ., მუხ.103

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/22420-erovnuli-saarkivo-pondisa-da-erovnuli-arkivis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/22420-erovnuli-saarkivo-pondisa-da-erovnuli-arkivis-shesakheb/19.md
