---
title: "მუხლი 23 — ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/22420-erovnuli-saarkivo-pondisa-da-erovnuli-arkivis-shesakheb/23"
law: "ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ"
article: "23"
identifier: "matsne 22420"
adopted: "2006-12-29"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23 — ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/22420-erovnuli-saarkivo-pondisa-da-erovnuli-arkivis-shesakheb/23

1. პირს უფლება აქვს, ეროვნულ არქივს მოსთხოვოს, არ დაუშვას თავისი კუთვნილი დოკუმენტის გამოყენება ან საჯაროდ ჩვენება თავის მიერ განსაზღვრული ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 75 წელს მისი შექმნიდან.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მოთხოვნა შეიძლება წამოყენებულ იქნეს აგრეთვე დოკუმენტის გასხვისებისას, სარგებლობაში ან დეპოზიტური შენახვისათვის გადაცემისას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/22420-erovnuli-saarkivo-pondisa-da-erovnuli-arkivis-shesakheb/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/22420-erovnuli-saarkivo-pondisa-da-erovnuli-arkivis-shesakheb/24.md
