---
title: "მუხლი 28 — ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/22420-erovnuli-saarkivo-pondisa-da-erovnuli-arkivis-shesakheb/28"
law: "ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ"
article: "28"
identifier: "matsne 22420"
adopted: "2006-12-29"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28 — ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/22420-erovnuli-saarkivo-pondisa-da-erovnuli-arkivis-shesakheb/28

1. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის მესაკუთრემ დოკუმენტის გასხვისებამდე წინასწარ უნდა აცნობოს ეროვნულ არქივს გასხვისების პირობები, ხოლო მისი გასხვისების შემდეგ – დოკუმენტის ახალი მფლობელის ვინაობა.

2. პირი, რომელიც ეწევა ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებთან დაკავშირებულ სამეწარმეო საქმიანობას, ვალდებულია, ეროვნულ არქივს წარუდგინოს მონაცემები სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი დოკუმენტების შესახებ.

3. თუ პირი ყიდის თავის დოკუმენტს, ეროვნულ არქივს აქვს მისი შესყიდვის უპირატესი უფლება.

4. ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით დადებული გარიგება ბათილად ჩაითვლება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/22420-erovnuli-saarkivo-pondisa-da-erovnuli-arkivis-shesakheb/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/22420-erovnuli-saarkivo-pondisa-da-erovnuli-arkivis-shesakheb/29.md
