---
title: "მუხლი 36 — ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/22420-erovnuli-saarkivo-pondisa-da-erovnuli-arkivis-shesakheb/36"
law: "ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ"
article: "36"
identifier: "matsne 22420"
adopted: "2006-12-29"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 36 — ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ, მუხლი 36 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/22420-erovnuli-saarkivo-pondisa-da-erovnuli-arkivis-shesakheb/36

1. საქართველოს საარქივო საქმის განვითარების მიზნით ეროვნული არქივის თანამშრომლობა სხვა სახელმწიფოთა შესაბამის დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოიცავს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების პირების გაცვლისა და ამ კანონით დადგენილი წესით ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებთან უცხოელი მოქალაქეების ან იურიდიული პირებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დაშვებას.

2. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის დედნის სხვა სახელმწიფოსთვის გაცვლა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი XI. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/22420-erovnuli-saarkivo-pondisa-da-erovnuli-arkivis-shesakheb/35.md
Next article: https://legal.ge/ka/law/22420-erovnuli-saarkivo-pondisa-da-erovnuli-arkivis-shesakheb/37.md
