---
title: "მუხლი 38 — ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/22420-erovnuli-saarkivo-pondisa-da-erovnuli-arkivis-shesakheb/38"
law: "ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ"
article: "38"
identifier: "matsne 22420"
adopted: "2006-12-29"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 38 — ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ, მუხლი 38 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/22420-erovnuli-saarkivo-pondisa-da-erovnuli-arkivis-shesakheb/38

1. ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს:
ა) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში შესაბამისი ცვლილების შეტანა;
ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საქართველოს ეროვნული არქივისათვის შესაბამისი ქონების გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ამ კანონის ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყოს:
ა) შემდეგი ბრძანებების გამოცემა:
ა.ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ“;
ა.ბ) „საქმისწარმოებისა და დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ“;
ა.გ) „დაწესებულებებში ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დროებით შენახვის ზღვრული ვადების შესახებ“;
ა.დ) „ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ცენტრალიზებული აღრიცხვის წესის შესახებ“;
ა.ე) „ეროვნული საარქივო ფონდის სახელმწიფო საკუთრების დოკუმენტებთან დაშვების წესის შესახებ“;
ბ) მოქმედი კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

3. ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ფინანსთა მინისტრმა უზრუნველყოს „ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 15 მარტის №136 ბრძანებაში ცვლილებების შეტანა.

4. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ადგილობრივი არქივის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით თვითმმართველმა ერთეულებმა უზრუნველყონ საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოების – ადგილობრივი არქივების დაფინანსება 2010 წლის 1 იანვრამდე.

5. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უზრუნველყოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი დაფინანსების გამოყოფა 2008–2013 წლებში ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ცენტრალიზებული აღრიცხვისა და სადაზღვევო ფონდის შექმნის მიზნით.
თავი XIII. დასკვნითი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/22420-erovnuli-saarkivo-pondisa-da-erovnuli-arkivis-shesakheb/37.md
Next article: https://legal.ge/ka/law/22420-erovnuli-saarkivo-pondisa-da-erovnuli-arkivis-shesakheb/39.md
