---
title: "მუხლი 5 — ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/22420-erovnuli-saarkivo-pondisa-da-erovnuli-arkivis-shesakheb/5"
law: "ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 22420"
adopted: "2006-12-29"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5 — ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/22420-erovnuli-saarkivo-pondisa-da-erovnuli-arkivis-shesakheb/5

1. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს ან სახელმწიფო დაწესებულების საქმიანობის პროცესში შექმნილი დოკუმენტი სახელმწიფო საკუთრებაა, ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალიტეტის) ორგანოს საქმიანობისას შექმნილი დოკუმენტი მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, ხოლო ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ შექმნილი ან კანონიერად შეძენილი დოკუმენტი – მისი საკუთრება.

2. დაუშვებელია სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების გასხვისება.

3. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუ მენტი, რომელსაც არ ჰყავს მესაკუთრე, გადადის სახელმწიფო საკუთრებაში და გადაეცემა ეროვნულ არქივს. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6882 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. თავი II. საარქივო საქმის მართვა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/22420-erovnuli-saarkivo-pondisa-da-erovnuli-arkivis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/22420-erovnuli-saarkivo-pondisa-da-erovnuli-arkivis-shesakheb/6.md
