---
title: "მუხლი 9 — ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/22420-erovnuli-saarkivo-pondisa-da-erovnuli-arkivis-shesakheb/9"
law: "ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 22420"
adopted: "2006-12-29"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9 — ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/22420-erovnuli-saarkivo-pondisa-da-erovnuli-arkivis-shesakheb/9

1. ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოებისა და იმ სტრუქტურული ერთეულების – ცენტრალური არქივების – სამოქმედო ტერიტორიები, რომელთა საქმიანობაც საქართველოს ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე ვრცელდება, განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

2. რეგიონული და ადგილობრივი არქივები მუდმივად ინახავენ მათ სამოქმედო ტერიტორიებზე შექმნილ ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებს. რეგიონული და ადგილობრივი არქივები და ადგილობრივი წარმომადგენლობები მართავენ საარქივო საქმეს შესაბამის ტერიტორიაზე.

3. რეგიონულ და ადგილობრივ არქივებს ხელმძღვანელობენ დირექტორები, ხოლო ადგილობრივ წარმომადგენლობებს – ადგილობრივი წარმომადგენლები, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი.

4. ტერიტორიული ორგანოს დებულებას ამტკიცებს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი.

5. ტერიტორიული ორგანოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლებით.

6. ტერიტორიულ ორგანოს აქვს თავისი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.

7. ტერიტორიული ორგანოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობას ზედამხედველობს ეროვნული არქივი.
საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1458 - სსმ I, №20, 28.07.2008 წ., მუხ.103
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5600 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/22420-erovnuli-saarkivo-pondisa-da-erovnuli-arkivis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/22420-erovnuli-saarkivo-pondisa-da-erovnuli-arkivis-shesakheb/10.md
