---
title: "მუხლი 108. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფოსათვის ან/და ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/108"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
article: "108"
identifier: "1958-IIს"
adopted: "2014-02-05"
consolidated_as_of: "2026-05-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 108. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფოსათვის ან/და ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 108 (consolidated as of 2026-05-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/108

1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება, მათ შორის, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (შენობა-ნაგებობებით ან მათ გარეშე), აგრეთვე წილები/აქციები (გარდა მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო ძირითადი (განუსხვისებელი) ქონებისა) სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული ქონების მმართველის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, ავტონომიურ რესპუბლიკას – ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიმართვის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ხოლო  თბილისის შემთხვევაში – თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნაზე დასაბუთებულ – დადებით ან უარყოფით გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო თბილისის შემთხვევაში – მთავრობა. შესაბამისი პასუხი წერილობით ეცნობება მოთხოვნის წარმდგენს მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 45 დღისა. თუ უფლებამოსილმა ორგანომ მოთხოვნის წარდგენიდან 45 დღის ვადაში გადაწყვეტილება არ მიიღო, მოთხოვნილი ქონება სახელმწიფოსათვის ან/და ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემულ ქონებად ჩაითვლება და სახელმწიფოს ან/და ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად რეგისტრირდება.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის ორგანული კანონი №3977 – ვებგვერდი, 20.07.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/107.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/109.md
