---
title: "მუხლი 114. სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონების რეგისტრაცია — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/114"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
article: "114"
identifier: "1958-IIს"
adopted: "2014-02-05"
consolidated_as_of: "2026-05-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 114. სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონების რეგისტრაცია — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 114 (consolidated as of 2026-05-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/114

1. სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება რეგისტრირდება საჯარო რეესტრში ქონების მმართველის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ კანონის 113-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურების დასრულებიდან 60 დღის ვადაში.

2. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ქონების სარეგისტრაციო მონაცემები, სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილებები და შესწორებები საჯაროა და ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი XV
მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება და სარგებლობის უფლებით გადაცემა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/113.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/115.md
