---
title: "მუხლი 123. მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/123"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
article: "123"
identifier: "1958-IIს"
adopted: "2014-02-05"
consolidated_as_of: "2026-05-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 123. მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 123 (consolidated as of 2026-05-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/123

1. სახელმწიფო მუნიციპალიტეტს სარგებლობაში გადასცემს იმ ქონებას, რომელიც საჭიროა მისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად. სარგებლობის უფლებით გადასაცემი შესაბამისი ქონების განსაზღვრა და სარგებლობის უფლების მინიჭება ხდება ამ კანონისა და დელეგირებული უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულების თანახმად.

2. მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად გადაცემული ქონება რჩება სახელმწიფო საკუთრებაში.

3. მუნიციპალიტეტისთვის გადაცემული ქონებით სარგებლობის პირობები განისაზღვრება ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/122-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/124.md
