---
title: "მუხლი 133. დარგობრივი ზედამხედველობა — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/133"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
article: "133"
identifier: "1958-IIს"
adopted: "2014-02-05"
consolidated_as_of: "2026-05-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 133. დარგობრივი ზედამხედველობა — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 133 (consolidated as of 2026-05-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/133

1. მუნიციპალიტეტის ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ/გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტსა და მუნიციპალიტეტის ორგანოს ქმედებაზე ხორციელდება დარგობრივი ზედამხედველობა.

2. დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების სახელმწიფო ზედამხედველობისას დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია:
ა) გამოითხოვოს დოკუმენტი ან ინფორმაცია;
ა
1
) გასცეს სარეკომენდაციო ინსტრუქცია;
ბ) შეაჩეროს ან გააუქმოს მუნიციპალიტეტის ორგანოს/თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
გ) ჩაანაცვლოს ადგილობრივი თვითმმართველობა.
საქართველოს 2015 წლის 8 მაისის ორგანული კანონი №3605 - ვებგვერდი, 15.05.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/132.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/134.md
