---
title: "მუხლი 134¹. სარეკომენდაციო ინსტრუქცია — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/134-1"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
article: "134^1"
identifier: "1958-IIს"
adopted: "2014-02-05"
consolidated_as_of: "2026-05-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 134¹. სარეკომენდაციო ინსტრუქცია — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 134¹ (consolidated as of 2026-05-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/134-1

1. დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია დელეგირებული უფლებამოსილების მუნიციპალიტეტის მიერ ჯეროვნად განსახორციელებლად მასზე სახელმძღვანელოდ გასცეს სარეკომენდაციო ინსტრუქცია.

2. სარეკომენდაციო ინსტრუქციამ არ უნდა შეზღუდოს მუნიციპალიტეტის უფლება, უზრუნველყოს დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელება ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით.
საქართველოს 2015 წლის 8 მაისის ორგანული კანონი №3605 - ვებგვერდი, 15.05.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/134.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/135.md
