---
title: "მუხლი 138. სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს საქმიანობის საჯაროობა — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/138"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
article: "138"
identifier: "1958-IIს"
adopted: "2014-02-05"
consolidated_as_of: "2026-05-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 138. სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს საქმიანობის საჯაროობა — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 138 (consolidated as of 2026-05-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/138

1. სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია ყოველი წლის 1 თებერვლამდე შეადგინოს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოაქვეყნოს ზედამხედველობის სფეროში კალენდარული წლის განმავლობაში თავის მიერ განხორციელებული საქმიანობის ოფიციალური ანგარიში.

2. სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს ოფიციალური ანგარიში უნდა შეიცავდეს სტატისტიკურ ინფორმაციას შესაბამისი ზედამხედველობის ორგანოსთვის კონსულტაციისათვის გაგზავნილი ნორმატიული აქტების პროექტების შესახებ, მის მიერ გამოთხოვილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესახებ, ზედამხედველობის პროცესში შეჩერებული, გასაჩივრებული და გაუქმებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სრულ ჩამონათვალს, ინფორმაციას სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს საჩივრებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე. სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს ოფიციალური ანგარიშის შედგენის წესსა და ფორმას დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

3. სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია ოფიციალური ანგარიშის შედგენიდან 15 დღის ვადაში გაუგზავნოს იგი საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს.
საქართველოს 2015 წლის 22 ივლისის ორგანული კანონი №4087 – ვებგვერდი, 04.08.2015წ.
თავი XVII
მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის აუდიტი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/137.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/139.md
