---
title: "მუხლი 14. მუნიციპალიტეტების რეგისტრაცია — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/14"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
article: "14"
identifier: "1958-IIს"
adopted: "2014-02-05"
consolidated_as_of: "2026-05-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. მუნიციპალიტეტების რეგისტრაცია — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 14 (consolidated as of 2026-05-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/14

1. მუნიციპალიტეტების შესახებ ზოგადი მონაცემების ერთიანი აღნუსხვის მიზნით იქმნება მუნიციპალიტეტების მონაცემთა სისტემური ერთობლიობა − მუნიციპალიტეტების რეესტრი.

2. მუნიციპალიტეტის სარეგისტრაციო მონაცემებია:
ა) მუნიციპალიტეტის დასახელება;
ბ) თვითმმართველ თემში შემავალი დასახლებების დასახელებები (თითოეული დასახლების კატეგორიის მითითებით);
გ) თვითმმართველი თემის ადმინისტრაციული ცენტრის დასახელება;
დ) მუნიციპალიტეტის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი და რეგისტრაციის საიდენტიფიკაციო კოდი;
ე) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრები და სქემატური რუკა.

3. სარეგისტრაციო მონაცემების მიხედვით მუნიციპალიტეტის რეგისტრაციას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
თავი III
მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/15.md
