---
title: "მუხლი 141. საკრებულოს დათხოვნა და მისი საქმიანობის შეჩერება — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/141"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
article: "141"
identifier: "1958-IIს"
adopted: "2014-02-05"
consolidated_as_of: "2026-05-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 141. საკრებულოს დათხოვნა და მისი საქმიანობის შეჩერება — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 141 (consolidated as of 2026-05-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/141

1. საკრებულოს დათხოვნა ან მისი საქმიანობის შეჩერება ხდება საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებას.

2. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის წარდგინებით და საქართველოს პარლამენტის თანხმობით გამოსცემს ბრძანებულებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს დათხოვნის ან მისი საქმიანობის შეჩერების შესახებ.

3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დათხოვნა ან მისი საქმიანობის შეჩერება შესაბამისად იწვევს მერის უფლებამოსილების შეწყვეტას ან შეჩერებას.
საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1251 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.
საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის ორგანული კანონი №4965 – ვებგვერდი, 01.10.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6853 – ვებგვერდი, 28.07.2020წ
.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/140.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/142.md
