---
title: "მუხლი 142. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/142"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
article: "142"
identifier: "1958-IIს"
adopted: "2014-02-05"
consolidated_as_of: "2026-05-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 142. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 142 (consolidated as of 2026-05-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/142

1. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტოს, თუ:
ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობა ამ საკრებულოს სრული შემადგენლობის უმრავლესობაზე ნაკლები დარჩება, ამასთანავე, აღნიშნული მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის უმრავლესობის ჩამოყალიბება შეუძლებელია;
ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვეში არ დაამტკიცებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს;
გ) მუნიციპალიტეტის საკრებულო ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ შეიკრიბება.

2. საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას დადგენილებით იღებს საქართველოს მთავრობა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში აღნიშნული საკრებულო განაგრძობს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას ახალარჩეული საკრებულოს პირველ შეკრებამდე.
საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1251 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.
საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2436 – ვებგვერდი, 29.12.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/141.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/143.md
