---
title: "მუხლი 151. თვითმმართველი ქალაქები და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრები — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/151"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
article: "151"
identifier: "1958-IIს"
adopted: "2014-02-05"
consolidated_as_of: "2026-05-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 151. თვითმმართველი ქალაქები და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრები — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 151 (consolidated as of 2026-05-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/151

1. თვითმმართველი ქალაქის სტატუსი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 2005 წლის საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებული აქვთ და ამ კანონით ენიჭებათ ქალაქებს: თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ფოთს და ბათუმს.

2. მუნიციპალიტეტის (გარდა თვითმმართველი ქალაქისა) ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრება 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგ არჩევნებამდე არსებული მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი.

3. ამ კანონის 152-ე მუხლის საფუძველზე შექმნილი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრები განისაზღვრება ამ კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად.
საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1251 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/150.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/152.md
