---
title: "მუხლი 158. ახალშექმნილი მუნიციპალიტეტების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/158"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
article: "158"
identifier: "1958-IIს"
adopted: "2014-02-05"
consolidated_as_of: "2026-05-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 158. ახალშექმნილი მუნიციპალიტეტების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 158 (consolidated as of 2026-05-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/158

1. ამ კანონის 152-ე მუხლის საფუძველზე შექმნილი ახალი მუნიციპალიტეტების ორგანოების განთავსებას (საჭიროების შემთხვევაში მათთვის შესაბამისი შენობების გადაცემას, ახალი შენობების მშენებლობას, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას) და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაბამის ღონისძიებებს თავიანთი უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, საქართველოს ფინანსთა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/157.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/159.md
