---
title: "მუხლი 161. სამართლებრივი აქტების მოქმედება გარდამავალ პერიოდში — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/161"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
article: "161"
identifier: "1958-IIს"
adopted: "2014-02-05"
consolidated_as_of: "2026-05-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 161. სამართლებრივი აქტების მოქმედება გარდამავალ პერიოდში — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 161 (consolidated as of 2026-05-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/161

1. ამ კანონის 151-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 152-ე მუხლის საფუძველზე შექმნილი მუნიციპალიტეტების ორგანოების მიერ შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღებამდე ამ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ტერიტორიებზე მოქმედებს იმ თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომელთა გაყოფის შედეგადაც შეიქმნა ახალი მუნიციპალიტეტები.

2. ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღებამდე იურიდიულ ძალას ინარჩუნებს ქალაქ თბილისის მერისა და ქალაქ თბილისის მთავრობის ნორმატიული აქტები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/160.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/161-1.md
