---
title: "მუხლი 163¹. მუნიციპალიტეტში სახანძრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის უზრუნველყოფის დროებითი წესი — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/163-1"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
article: "163^1"
identifier: "1958-IIს"
adopted: "2014-02-05"
consolidated_as_of: "2026-05-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 163¹. მუნიციპალიტეტში სახანძრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის უზრუნველყოფის დროებითი წესი — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 163¹ (consolidated as of 2026-05-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/163-1

1. 2015 წლის 10 იანვრამდე მუნიციპალიტეტში სახანძრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი. აღნიშნულ უფლებამოსილებას მუნიციპალიტეტი ახორციელებს, როგორც მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. „მუნიციპალიტეტების გაყოფისა და თვითმმართველი თემების − მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 4 აპრილის №2205-IIს დადგენილების
შესაბამისად გაყოფილ მუნიციპალიტეტებში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას გაყოფის შედეგად გაუქმებული მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში ახორციელებს მხოლოდ შესაბამისი თვითმმართველი ქალაქი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების განმახორციელებელი მუნიციპალიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში/სტრუქტურული ერთეულის ქვედანაყოფში დასაქმებულ მოსამსახურეებზე არ ვრცელდება ამ კანონის 156-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობის შეზღუდვა, ხოლო მუნიციპალიტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელზე – ამ კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირების რაოდენობის შეზღუდვა.
საქართველოს 2014 წლის 30 ივლისის ორგანული კანონი №2585 - ვებგვერდი, 11.08.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/163.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/163-2.md
