---
title: "მუხლი 163⁵. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში თბილისის ქონების შეძენის, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან მართვის უფლებით გადაცემის პირობის/პირობების შეცვლის ან გაუქმების, აგრეთვე ამ პირობის/პირობების შეუსრულებლო — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/163-5"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
article: "163^5"
identifier: "1958-IIს"
adopted: "2014-02-05"
consolidated_as_of: "2026-05-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 163⁵. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში თბილისის ქონების შეძენის, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან მართვის უფლებით გადაცემის პირობის/პირობების შეცვლის ან გაუქმების, აგრეთვე ამ პირობის/პირობების შეუსრულებლო — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 163⁵ (consolidated as of 2026-05-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/163-5

თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში თბილისის ქონების შეძენის, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან მართვის უფლებით გადაცემის პირობის/პირობების (მათ შორის, ფინანსური და საინვესტიციო პირობის/პირობების) შეცვლის ან გაუქმების, აგრეთვე ამ პირობის/პირობების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული გადაუხდელი/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს პატიების შესახებ გადაწყვეტილებას თბილისის საკრებულოს თანხმობით იღებს მთავრობა თბილისის შესაბამისი ქონების შემძენის, სარგებლობის უფლებით მიმღების ან მართვის უფლებით მიმღების მიერ მისთვის დასაბუთებული თხოვნით მიმართვის საფუძველზე, თუ ეს პირობა/პირობები იმ მიწის ნაკვეთზე ან განაშენიანების რეგულირების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის იმ არეალში უნდა შესრულებულიყო, სადაც საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 141
3
მუხლის ან პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103
3
მუხლის შესაბამისად ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტია განთავსებული.
საქართველოს 2021 წლის 12 ივლისის ორგანული კანონი №728 – ვებგვერდი, 14.07.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/163-4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/164.md
