---
title: "მუხლი 28¹. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/28-1"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
article: "28^1"
identifier: "1958-IIს"
adopted: "2014-02-05"
consolidated_as_of: "2026-05-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28¹. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 28¹ (consolidated as of 2026-05-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/28-1

1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გავიდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შემადგენლობიდან. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრმა კომისიის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას ან შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისიას.

2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრის უფლებამოსილება წყდება:
ა) მის მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტიდან;
ბ) მისი, როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან;
გ) ამ კანონის 30
1
მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს 2021 წლის 19 ნოემბრის ორგანული კანონი №1031 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/28.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/29.md
