---
title: "მუხლი 46. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილებების განხორციელება მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/46"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
article: "46"
identifier: "1958-IIს"
adopted: "2014-02-05"
consolidated_as_of: "2026-05-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 46. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილებების განხორციელება მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 46 (consolidated as of 2026-05-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/46

1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლება აქვს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე:
ა) დასვას საკითხი განსახილველად;
ბ) წარადგინოს შენიშვნები და წინადადებები მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ ყველა საკითხზე;
გ) მონაწილეობა მიიღოს კამათში, შეკითხვა დაუსვას მომხსენებელსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს, მიიღოს პასუხი და შეაფასოს იგი;
დ) გააცნოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქალაქეთა წერილები და მიმართვები;
ე) გამოთქვას აზრი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შესაქმნელი ორგანოებისა და იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურების შესახებ, რომელთაც ირჩევს, ნიშნავს, ამტკიცებს ან რომელთა დანიშვნაზედაც თანხმობას იძლევა მუნიციპალიტეტის საკრებულო;
ვ) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის, ბიუჯეტში ცვლილების შეტანის საკითხის განხილვაში;
ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე თავისი უფლებამოსილების განხორციელების პროცედურული საკითხები განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/45.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/47.md
