---
title: "მუხლი 47. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ურთიერთობა ამომრჩევლებთან — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/47"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
article: "47"
identifier: "1958-IIს"
adopted: "2014-02-05"
consolidated_as_of: "2026-05-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 47. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ურთიერთობა ამომრჩევლებთან — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 47 (consolidated as of 2026-05-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/47

მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ურთიერთობა ამომრჩევლებთან მოიცავს:
ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას ამომრჩეველთა უფლებების, თავისუფლებებისა და ინტერესების დასაცავად;
ბ) მოქალაქეთა მიღებას;
გ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ გაერთიანებებთან თანამშრომლობას;
დ) გაწეული მუშაობის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირებას.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6853 – ვებგვერდი, 28.07.2020წ
.
თავი V
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/46.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/48.md
