---
title: "მუხლი 5. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები და დათქმები — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/5"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
article: "5"
identifier: "1958-IIს"
adopted: "2014-02-05"
consolidated_as_of: "2026-05-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები და დათქმები — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 5 (consolidated as of 2026-05-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/5

1. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია“, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

2. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილება განისაზღვრება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონით, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ კანონის ნორმების გათვალისწინებით.

3. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების საკითხები განისაზღვრება შესაბამის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენის შემდეგ.

4. მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილება არ ვრცელდება თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებზე.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6853 – ვებგვერდი, 28.07.2020წ
.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/6.md
