---
title: "მუხლი 59. მერიის თანამდებობის პირების უფლებამოსილებების შეჩერება და შეწყვეტა — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/59"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
article: "59"
identifier: "1958-IIს"
adopted: "2014-02-05"
consolidated_as_of: "2026-05-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 59. მერიის თანამდებობის პირების უფლებამოსილებების შეჩერება და შეწყვეტა — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 59 (consolidated as of 2026-05-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/59

1. მერის პირველ მოადგილესა და მოადგილეს უფლებამოსილებები უჩერდებათ ამ კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, ხოლო უფლებამოსილებები უწყდებათ ამ კანონის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“−„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლის არსებობისას. მერის პირველ მოადგილესა და მოადგილეს უფლებამოსილებები უწყდებათ აგრეთვე ახალი მერის არჩევისას (უფლებამოსილების დაწყებისას).

2. მერის პირველ მოადგილესა და მოადგილეს უფლებამოსილებები უწყდებათ აგრეთვე მერის მიერ მათი თანამდებობებიდან გათავისუფლების შემთხვევაში.

3. მერის პირველი მოადგილისა და მოადგილის უფლებამოსილებების შეწყვეტის საკითხები რეგულირდება მხოლოდ ამ კანონით და ამ კანონის საფუძველზე მიღებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით.
საქართველოს 2014 წლის 30 ივლისის ორგანული კანონი №2589 - ვებგვერდი, 11.08.2014წ.
საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1251 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/58.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/60.md
