---
title: "მუხლი 74. თბილისის მთავრობა — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/74"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
article: "74"
identifier: "1958-IIს"
adopted: "2014-02-05"
consolidated_as_of: "2026-05-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 74. თბილისის მთავრობა — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 74 (consolidated as of 2026-05-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/74

1. თბილისის მთავრობა (შემდგომ – მთავრობა) არის კოლეგიური აღმასრულებელი ორგანო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებათა აღსრულებას.

2. მთავრობა შედგება თბილისის მერის, მისი პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) და მოადგილეების, თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისგან (გარდა თბილისის მერიის სისტემაში შემავალი, კონტროლისა და ზედამხედველობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა) და თბილისის რაიონების გამგებლებისგან.

3. მთავრობის სხდომებს თავმჯდომარეობს თბილისის მერი ან თბილისის მერის დავალებით − თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) ან ერთ-ერთი მოადგილე.

4. მთავრობის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება მთავრობის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით.

5. მთავრობის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონით, თბილისის მერიის დებულებითა და
მთავრობის რეგლამენტით
.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/73.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/75.md
