---
title: "მუხლი 78. თბილისის ორგანოების საფინანსო კონტროლი და ზედამხედველობა — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/78"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
article: "78"
identifier: "1958-IIს"
adopted: "2014-02-05"
consolidated_as_of: "2026-05-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 78. თბილისის ორგანოების საფინანსო კონტროლი და ზედამხედველობა — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 78 (consolidated as of 2026-05-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/78

1. თბილისის ორგანოების საქმიანობის შიდა აუდიტი და ინსპექტირება ხორციელდება
„სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონისა
და თბილისის მერიის დებულების შესაბამისად.

2. თბილისის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით ირჩევს თბილისის საკრებულო. მისი არჩევის წესი ამ კანონის შესაბამისად განისაზღვრება თბილისის საკრებულოს რეგლამენტით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/77.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/79.md
