---
title: "მუხლი 8. მუნიციპალიტეტის სიმბოლოები — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/8"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
article: "8"
identifier: "1958-IIს"
adopted: "2014-02-05"
consolidated_as_of: "2026-05-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. მუნიციპალიტეტის სიმბოლოები — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 8 (consolidated as of 2026-05-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/8

1. მუნიციპალიტეტს აქვს გერბი და დროშა. მას შეიძლება ჰქონდეს სხვა სიმბოლოებიც.

2. მუნიციპალიტეტის გერბს, დროშას და სხვა სიმბოლოებს, მათი გამოსახვის ფორმებს და მათ აღწერილობებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე და მისი თანხმობით ადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულო. სავალდებულოა მუნიციპალიტეტის სიმბოლოების სახელმწიფო რეგისტრაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.

3. მუნიციპალიტეტის სიმბოლოთა გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.
საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის ორგანული კანონი №270 – ვებგვერდი, 06.02.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/9.md
