---
title: "მუხლი 82. რაიონის გამგებელი — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/82"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
article: "82"
identifier: "1958-IIს"
adopted: "2014-02-05"
consolidated_as_of: "2026-05-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 82. რაიონის გამგებელი — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 82 (consolidated as of 2026-05-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/82

1. რაიონის გამგებელი უძღვება გამგეობის საქმიანობას, უზრუნველყოფს რაიონის მართვას, კოორდინაციას უწევს თბილისის მერისა და მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულებას.

2. რაიონის გამგებელი თანამდებობრივად შედის მთავრობის შემადგენლობაში.

3. რაიონის გამგებელი:
ა) უნაწილებს ფუნქციებს რაიონის გამგეობის მოსამსახურეებს; აძლევს დავალებებს რაიონის გამგეობის თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;
ბ)
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგეობის თანამდებობის პირებსა და რაიონის გამგეობის სხვა მოსამსახურეებს;
გ) უზრუნველყოფს თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას;
დ) თბილისის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს წარუდგენს საბიუჯეტო განაცხადს;
ე) ხელს აწერს რაიონის გამგეობის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; წარმოადგენს გამგეობას და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს, ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობისა და თბილისის ნორმატიული აქტების შესაბამისად;
ვ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ზ) მონაწილეობს საქართველოს დედაქალაქის პრიორიტეტების დოკუმენტისა და თბილისის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში;
თ) პასუხისმგებელია რაიონისთვის თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად გადახდების განხორციელებისათვის;
ი) ამზადებს ინფორმაციას თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესრულების შესახებ და წარუდგენს თბილისის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს;
კ) ახორციელებს ამ კანონითა და თბილისის მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. რაიონის გამგებელი პასუხისმგებელია და უფლებამოსილებას იხსნის თბილისის მერის წინაშე.
საქართველოს 2014 წლის 30 ივლისის ორგანული კანონი №2589 - ვებგვერდი, 11.08.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 22 ივლისის ორგანული კანონი №4087 – ვებგვერდი, 04.08.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/81.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/83.md
