---
title: "მუხლი 83. რაიონის გამგებლის მოადგილეები — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/83"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
article: "83"
identifier: "1958-IIს"
adopted: "2014-02-05"
consolidated_as_of: "2026-05-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 83. რაიონის გამგებლის მოადგილეები — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 83 (consolidated as of 2026-05-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/83

1. რაიონის გამგებელს შეიძლება ჰყავდეს არაუმეტეს 3 მოადგილისა.

2. რაიონის გამგებლის მოადგილეები რაიონის გამგებლის მიერ ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობენ რაიონის გამგეობის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგებს; ამზადებენ და რაიონის გამგებელს წარუდგენენ წინადადებებს შესაბამის დარგებში განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ; ორგანიზებას უწევენ და აკონტროლებენ რაიონის გამგებლის გადაწყვეტილებათა აღსრულებას.

3. რაიონის გამგებლის არყოფნის შემთხვევაში, ან თუ რაიონის გამგებელს დროებით არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება, მისი დავალებით რაიონის გამგებლის მოვალეობას ასრულებს რაიონის გამგებლის ერთ-ერთი მოადგილე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/82.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/84.md
