---
title: "მუხლი 84. რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულები — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/84"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
article: "84"
identifier: "1958-IIს"
adopted: "2014-02-05"
consolidated_as_of: "2026-05-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 84. რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულები — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 84 (consolidated as of 2026-05-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/84

1. რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით აღასრულებენ თბილისის საკრებულოს, თბილისის მერის, მთავრობისა და რაიონის გამგებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და თავიანთი უფლებამოსილებების ფარგლებში ხელმძღვანელობენ მოსახლეობის მომსახურების სხვადასხვა დარგს.

2. რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ფუნქციები რაიონის გამგეობის დებულების შესაბამისად განისაზღვრება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ტიპური დებულებით, რომელსაც თბილისის მერის წარდგინებით ამტკიცებს თბილისის საკრებულო.

3. რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას ხელმძღვანელობს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
კარი IV
მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში
თავი XI
მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/83.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/85.md
