---
title: "მუხლი 93. ადგილობრივი გადასახადისა და მოსაკრებლის განსაზღვრა და ადმინისტრირების წესი — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/93"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
article: "93"
identifier: "1958-IIს"
adopted: "2014-02-05"
consolidated_as_of: "2026-05-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 93. ადგილობრივი გადასახადისა და მოსაკრებლის განსაზღვრა და ადმინისტრირების წესი — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 93 (consolidated as of 2026-05-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/93

1. ადგილობრივი გადასახადის ოდენობას (განაკვეთს) კანონით დადგენილი წესით განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2. ადგილობრივი მოსაკრებლის ოდენობას (განაკვეთს) განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

3. ადგილობრივი გადასახადების ადმინისტრირებას უზრუნველყოფენ საგადასახადო ორგანოები. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლებისა და არაფინანსური აქტივებით განხორციელებული ოპერაციებიდან მისაღები სახსრების ამოღებას უზრუნველყოფენ შესაბამისი სამსახურები, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

4. აკრძალულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებულ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში გადასახადის, ტარიფის ან სხვა საფასურის შემოღება სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურებისა და კვებითი მომსახურებისათვის.
საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის ორგანული კანონი №5381 - ვებგვერდი, 24.06.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 23 მარტის ორგანული კანონი №508 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/92.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/94.md
