---
title: "მუხლი 15. საკუთრების უფლების დაცვა დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე — საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2244506-sakartvelos-okupirebuli-teritoriebidan-idzulebit-gadaadgilebul-pirta-d/15"
law: "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ"
article: "15"
identifier: "matsne 2244506"
adopted: "2014-02-06"
consolidated_as_of: "2025-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. საკუთრების უფლების დაცვა დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე — საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2025-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2244506-sakartvelos-okupirebuli-teritoriebidan-idzulebit-gadaadgilebul-pirta-d/15

1. სახელმწიფო აღიარებს დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დატოვებული უძრავი ქონების რესტიტუციის უფლებას, რომელიც მემკვიდრეობით გადადის.

2. სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, რათა დევნილის საკუთრებაში ან/და მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება, რომლის დატოვებაც მას მოუხდა ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო, დაცული იქნეს ძარცვის, განადგურების, თვითნებური და სხვაგვარი უკანონო გამოყენებისა და მითვისებისაგან.

3. ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის აღმოფხვრის შემდეგ, როდესაც დევნილი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნდება, სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, რათა დევნილის საკუთრებაში ან/და მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება, რომლის დატოვებაც მას მოუხდა, კანონიერ მესაკუთრესა და მფლობელს დაუბრუნდეს.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლება ნარჩუნდება დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შემთხვევაშიც.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2244506-sakartvelos-okupirebuli-teritoriebidan-idzulebit-gadaadgilebul-pirta-d/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2244506-sakartvelos-okupirebuli-teritoriebidan-idzulebit-gadaadgilebul-pirta-d/16.md
