---
title: "მუხლი 1. კანონის მიზანი — ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/22558-qopili-ssrk-is-mier-xx-saukunis-40-ian-wlebshi-sakartvelos-ssr-idan-id/1"
law: "ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 22558"
adopted: "2007-07-11"
consolidated_as_of: "2018-07-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის მიზანი — ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ

> Text consolidated as of 2018-07-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2018-07-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/22558-qopili-ssrk-is-mier-xx-saukunis-40-ian-wlebshi-sakartvelos-ssr-idan-id/1

ამ კანონის მიზანია ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა და მათ შთამომავალთა საქართველოში დაბრუნებისათვის სამართლებრივი მექანიზმების შექმნა. ამ კანონით დადგენილი რეპატრიაციის სისტემა ეფუძნება ისტორიული სამართლიანობის აღდგენას, ღირსეული და ნებაყოფლობითი დაბრუნების პრინციპებს და ითვალისწინებს ეტაპობრივ რეპატრიაციას.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/22558-qopili-ssrk-is-mier-xx-saukunis-40-ian-wlebshi-sakartvelos-ssr-idan-id/2.md
