---
title: "მუხლი 11. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები — ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/22558-qopili-ssrk-is-mier-xx-saukunis-40-ian-wlebshi-sakartvelos-ssr-idan-id/11"
law: "ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 22558"
adopted: "2007-07-11"
consolidated_as_of: "2018-07-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები — ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ

> Text consolidated as of 2018-07-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2018-07-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/22558-qopili-ssrk-is-mier-xx-saukunis-40-ian-wlebshi-sakartvelos-ssr-idan-id/11

1. საქართველოს მთავრობამ 2010 წლის 1 აპრილამდე მიიღოს დადგენილება „რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირთათვის საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ“, რომელიც გამორიცხავს რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირის მოქალაქეობის არმქონე პირად დარჩენას. აღნიშნული დადგენილების პროექტის მომზადება უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ.

2. საქართველოს მთავრობამ 2008 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მიზნებისათვის ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტის ფორმის დადგენა.

3. საქართველოს მთავრობამ 2008 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მიზნებისათვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტის ფორმის დადგენა.

4. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ 2008 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადების მიღების ორგანიზებისათვის და მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირებისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელება. საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2204 - სსმ I, №42, 10.12.2009 წ., მუხ.311

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/22558-qopili-ssrk-is-mier-xx-saukunis-40-ian-wlebshi-sakartvelos-ssr-idan-id/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/22558-qopili-ssrk-is-mier-xx-saukunis-40-ian-wlebshi-sakartvelos-ssr-idan-id/11-1.md
