---
title: "მუხლი 2. ტერმინთა განმარტება — ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/22558-qopili-ssrk-is-mier-xx-saukunis-40-ian-wlebshi-sakartvelos-ssr-idan-id/2"
law: "ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 22558"
adopted: "2007-07-11"
consolidated_as_of: "2018-07-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. ტერმინთა განმარტება — ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ

> Text consolidated as of 2018-07-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2018-07-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/22558-qopili-ssrk-is-mier-xx-saukunis-40-ian-wlebshi-sakartvelos-ssr-idan-id/2

ამ კანონის მიზნებისათვის, გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) იძულებით გადასახლებული პირი – პირი, რომელიც XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან სსრკ-ის სხვა რესპუბლიკებში, სსრკ-ის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის 1944 წლის 31 ივლისის №6279 cc დადგენილების საფუძველზე, იძულებით იქნა გადასახლებული; ბ) რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელი პირი – ამ კანონით დადგენილი წესით რეპატრიანტის სტატუსის მაძიებლად აღრიცხული პირი; გ) რეპატრიანტი – პირი, რომელმაც ამ კანონით დადგენილი წესით მოიპოვა რეპატრიანტის სტატუსი; დ) წარმომადგენლობა – საქართველოს დიპლომატიური ან სხვა შესაბამისად უფლებამოსილი დაწესებულება საზღვარგარეთ; ე) წარმომადგენელი – უფლებამოსილი პირი, რომელიც კოორდინაციას უწევს რეპატრიაციის პროცესს საზღვარგარეთ; ვ) სახელმწიფო მინისტრის აპარატი – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი; ზ) ხარვეზი – წარმოდგენილი დოკუმენტის ამ კანონით მოთხოვნილ ფორმასთან შეუსაბამობა ან ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილთაგან რომელიმე დოკუმენტის სათანადო წესით დამოწმებული თარგმანის არარსებობა. საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2204 - სსმ I, №42, 10.12.2009 წ., მუხ.311 საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3102 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/22558-qopili-ssrk-is-mier-xx-saukunis-40-ian-wlebshi-sakartvelos-ssr-idan-id/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/22558-qopili-ssrk-is-mier-xx-saukunis-40-ian-wlebshi-sakartvelos-ssr-idan-id/3.md
