---
title: "მუხლი 3. რეპატრიანტის სტატუსის მოსაპოვებლად შესაბამისი განაცხადის წარდგენის უფლების მქონე პირები — ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/22558-qopili-ssrk-is-mier-xx-saukunis-40-ian-wlebshi-sakartvelos-ssr-idan-id/3"
law: "ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 22558"
adopted: "2007-07-11"
consolidated_as_of: "2018-07-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. რეპატრიანტის სტატუსის მოსაპოვებლად შესაბამისი განაცხადის წარდგენის უფლების მქონე პირები — ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ

> Text consolidated as of 2018-07-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2018-07-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/22558-qopili-ssrk-is-mier-xx-saukunis-40-ian-wlebshi-sakartvelos-ssr-idan-id/3

1. ამ კანონით დადგენილი წესით რეპატრიანტის სტატუსის მოსაპოვებლად შესაბამისი განაცხადის წარდგენის უფლების მქონე პირები არიან: იძულებით გადასახლებული პირი და მისი პირდაპირი შთამომავალი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მეუღლეებს და არასრულწლოვან შვილებს ამ კანონით დადგენილი წესით რეპატრიანტის სტატუსის მოსაპოვებლად შესაბამისი განაცხადის წარდგენის უფლება აქვთ მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადის წარდგენისა და მათთვის თანხმობის მიცემის შემთხვევაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/22558-qopili-ssrk-is-mier-xx-saukunis-40-ian-wlebshi-sakartvelos-ssr-idan-id/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/22558-qopili-ssrk-is-mier-xx-saukunis-40-ian-wlebshi-sakartvelos-ssr-idan-id/4.md
