---
title: "მუხლი 5. რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადის რეგისტრაცია — ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/22558-qopili-ssrk-is-mier-xx-saukunis-40-ian-wlebshi-sakartvelos-ssr-idan-id/5"
law: "ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 22558"
adopted: "2007-07-11"
consolidated_as_of: "2018-07-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადის რეგისტრაცია — ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ

> Text consolidated as of 2018-07-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2018-07-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/22558-qopili-ssrk-is-mier-xx-saukunis-40-ian-wlebshi-sakartvelos-ssr-idan-id/5

1. ამ კანონის მე-4 მუხლით დადგენილი წესით წარდგენილი განაცხადი რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ რეგისტრირდება და მას ენიჭება სარეგისტრაციო ნომერი.

2. რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადის წარდგენისას ამ განაცხადისა და თანდართული დოკუმენტების შემოწმების შედეგად ხარვეზის არარსებობის დადგენის შემთხვევაში განმცხადებელი აღირიცხება რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელ პირად.

3. რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადის წარდგენისას განაცხადში ან/და თანდართულ დოკუმენტებში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ან წარმომადგენლობა ამის თაობაზე აცნობებს განმცხადებელს, რათა აღნიშნული ხარვეზი გამოსწორებულ იქნეს 4 თვემდე ვადაში.

4. თუ განმცხადებელი 4 თვის ვადაში ვერ წარმოადგენს ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ განაცხადს ან/და დოკუმენტებს უხარვეზოდ, განაცხადი რჩება განუხილველი და განმცხადებელს უბრუნდება უკვე წარმოდგენილი დოკუმენტები.

5. ხარვეზის გამოსასწორებლად ამ კანონით დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში განმცხადებელი უფლებამოსილია ხელახლა წარადგინოს რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადი ამ კანონის მე-4 მუხლით დადგენილი წესით, არა უგვიანეს 2009 წლის 1 ივლისისა. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №886 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.290 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2204 - სსმ I, №42, 10.12.2009 წ., მუხ.311 საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3102 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/22558-qopili-ssrk-is-mier-xx-saukunis-40-ian-wlebshi-sakartvelos-ssr-idan-id/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/22558-qopili-ssrk-is-mier-xx-saukunis-40-ian-wlebshi-sakartvelos-ssr-idan-id/6.md
