---
title: "მუხლი 7. რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელ პირთა რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადების განხილვის დამატებითი პროცედურები — ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/22558-qopili-ssrk-is-mier-xx-saukunis-40-ian-wlebshi-sakartvelos-ssr-idan-id/7"
law: "ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 22558"
adopted: "2007-07-11"
consolidated_as_of: "2018-07-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელ პირთა რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადების განხილვის დამატებითი პროცედურები — ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ

> Text consolidated as of 2018-07-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2018-07-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/22558-qopili-ssrk-is-mier-xx-saukunis-40-ian-wlebshi-sakartvelos-ssr-idan-id/7

1. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვასთან დაკავშირებით.

2. რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტის მიზნით შეიძლება დადგინდეს გასაუბრების პროცედურა, აგრეთვე სხვადასხვა სახის ტესტირების გავლის აუცილებლობა, რაც დაკავშირებულია პირის სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხთან.

3. რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა ენიჭება ქართული ენის ცოდნას.

4. თუ რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელი პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტების ანალიზისას, ან ამ მუხლის საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი პროცედურების გავლისას გამოვლინდა პირის მიერ არასწორი ინფორმაციის შეგნებულად წარდგენის ფაქტი, აღნიშნული პირის განაცხადი აღარ განიხილება.

5. რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელ პირთა განაცხადების განხილვასთან დაკავშირებით ამ კანონით განსაზღვრულ პროცედურებზე არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/22558-qopili-ssrk-is-mier-xx-saukunis-40-ian-wlebshi-sakartvelos-ssr-idan-id/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/22558-qopili-ssrk-is-mier-xx-saukunis-40-ian-wlebshi-sakartvelos-ssr-idan-id/8.md
