---
title: "მუხლი 8. რეპატრიანტის სტატუსის მინიჭება — ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/22558-qopili-ssrk-is-mier-xx-saukunis-40-ian-wlebshi-sakartvelos-ssr-idan-id/8"
law: "ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 22558"
adopted: "2007-07-11"
consolidated_as_of: "2018-07-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. რეპატრიანტის სტატუსის მინიჭება — ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ

> Text consolidated as of 2018-07-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2018-07-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/22558-qopili-ssrk-is-mier-xx-saukunis-40-ian-wlebshi-sakartvelos-ssr-idan-id/8

1. შესაბამისი უწყებებიდან ინფორმაციის გამოთხოვისა და მისი ანალიზის შემდეგ, აგრეთვე ამ კანონის მე-7 მუხლის საფუძველზე განსაზღვრული პროცედურების გავლის შედეგების გათვალისწინებით, სახელმწიფო მინისტრის აპარატი ამზადებს დასკვნას რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელი პირისათვის რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების ან მასზე უარის თქმის თაობაზე, რის საფუძველზედაც  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი (შემდგომ − სახელმწიფო მინისტრი) გამოსცემს ბრძანებას პირისათვის რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების ან მასზე უარის თქმის თაობაზე.

2. სახელმწიფო მინისტრის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბრძანების გამოცემიდან 20 დღის ვადაში რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელ პირს ეცნობება რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების ან მასზე უარის თქმის თაობაზე.

3. რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების ან მასზე უარის თქმის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის და 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოქმედება.

4. რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში 1 თვის ვადაში რეპატრიანტს უნდა გადაეცეს რეპატრიანტის სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3102 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/22558-qopili-ssrk-is-mier-xx-saukunis-40-ian-wlebshi-sakartvelos-ssr-idan-id/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/22558-qopili-ssrk-is-mier-xx-saukunis-40-ian-wlebshi-sakartvelos-ssr-idan-id/9.md
