---
title: "მუხლი 20. ბინადრობის მოწმობა — უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/20"
law: "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ"
article: "20"
identifier: "2045-IIს"
adopted: "2014-03-05"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. ბინადრობის მოწმობა — უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/20

1. უცხოელზე, რომელმაც მიიღო საქართველოში ბინადრობის ნებართვა, სააგენტო გასცემს შესაბამის ბინადრობის მოწმობას.

2. უცხოელი ვალდებულია საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 1 თვის ვადაში აიღოს ბინადრობის მოწმობა.

3. საქართველოში ბინადრობის მოწმობის აღების ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან:
ა) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების თანამშრომლები, საკონსულო დაწესებულებათა თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე სხვა პირები, რომლებიც, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, სათანადო პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით სარგებლობენ;
ბ) დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების მფლობელი უცხოელები;
გ) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ამ კანონის მე-4 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
დ) უცხოელები საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

4. უცხოელი, რომელიც დაკავებულია ან სასჯელს იხდის თავისუფლების აღკვეთის სახით, თავისუფლების აღკვეთის პერიოდში თავისუფლდება საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ვალდებულებისაგან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/20-1.md
