---
title: "მუხლი 21¹. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების (წესრიგის) დაცვის ინტერესები — უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/21-1"
law: "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ"
article: "21^1"
identifier: "2045-IIს"
adopted: "2014-03-05"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21¹. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების (წესრიგის) დაცვის ინტერესები — უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, მუხლი 21¹ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/21-1

1. ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, 54-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით, 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტითა და 66 1 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების (წესრიგის) დაცვის ინტერესები მოიცავს შემდეგ გარემოებებს:
ა) პირის საქართველოში ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სხვა სახელმწიფოებთან ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას;
ბ) არსებობს ინფორმაცია, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით მიუთითებს პირის კავშირზე:
ბ.ა) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან;
ბ.ბ) სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან;
ბ.გ) ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან;
ბ.დ) ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან/და სხვა სახის დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან);
გ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირი სხვაგვარად უქმნის საფრთხეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას;
დ) პირი სახდელდადებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 45 1 , 115 2 , 116-ე, 150-ე−150 3 , 166-ე, 166 1 , 173-ე, 173 16 , 174 1 და 180-ე−182 6 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის;
ე) პირი სისტემატურად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შესახებ ინფორმაცია საქმის განმხილველ ორგანოს ისეთი ფორმით უნდა მიეწოდოს, რომ სახელმწიფო საიდუმლოების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების (წესრიგის) დაცვის ინტერესებს ზიანი არ მიადგეს. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]
საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1803 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/21-2.md
